ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია, – ამის შესახებ მეუფე ვახტანგმა (ახვლედიანი) გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ირანის ქალაქ კარაჯში ხიდზე განხორციელებული დარტყმაა ასახული.
,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები,” – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით განაცხადა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არასათანადო მოპყრობის თაობაზე მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებზე დარიცხულ მორიგ პროცენტს, 1,4 მილიარდ ევროს. უკრაინისთვის ამ თანხის გადაცემის გადაწყვეტილება ევროკომისიამ 1 აპრილს გამოაცხადა.
საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით - ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, ჩვენ გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას განაცხადა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან(EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
