უკრაინაში დაადასტურეს დარტყმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ ეს ინფორმაცია სოციალური ქსელებით 18 სექტემბერს, დღის 12 საათისთვის გაავრცელა. სპეცოპერაციების ძალების წინასწარი მონაცემებით, ქარხნის მუშაობა შეჩერებულია.
სარდლობა ხაზს უსვამს, რომ ვოლგოგრადის ქარხანა, რომელიც წელიწადში 15,7 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს, რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში მონაწილეობს.
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში აფეთქებები შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ შეტევას იგერიებდნენ. დროებით დახურეს ვოლგოგრადის აეროპორტი.
დილის ცხრის ნახევრისთვის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მასირებული შეტევა მოგერიებულია“ და დრონების ნამსხვრევებმა ორი კერძო სახლი დააზიანეს ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში. ქალაქის ამ რაიონში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, თუმცა მის შესახებ გუბერნატორს არაფერი უთქვამს.
კომპანია „ლუკოილის“ ამ ქარხანაზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ მიიტანეს დრონებით შეტევა, მათ შორის 2025 წლის აგვისტოშიც.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
