უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს – ჩეხეთში.
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
ქუთაისში, სარაგბო ბაზა „აია არენაზე“, სპორტული მედიცინის ცენტრი "სპორტმედი" გაიხსნა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია, მთავარი ღირებულებების გადარჩენა, იმედი მაქვს, არჩევნები ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.
ბაღდათში, სოფელ დიდველაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა.