ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.
საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 11 665 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%.
17 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 19 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მენელსაცხებლე დედათა კვირას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ემ მრევლს სიკეთეზე უქადაგა.
Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 161 მილიონს გადააჭარბა. სტატისტიკის მიხედვით დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი ინდოეთზე მოდის, სადაც უმძიმესი ვითარებაა.