July 18, 2025

მაისი 26 2021 წაკითხვა 493 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 697 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 151  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.56%.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 697 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 372 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 015 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  340 330-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.71%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 151 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 321 928-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 682 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 694, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 094, აჭარაში - 436, იმერეთში - 523.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 13, იმერეთში - 17.

 

672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 284- აჭარაში.

 

9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 33.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 25 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 766 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 327 პირი, აჭარაში - 2 034, იმერეთში - 1 640.

მაისი 25 2021 წაკითხვა 403 ჯერ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის.

მაისი 25 2021 წაკითხვა 393 ჯერ

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომენდანტის კვლავ ძალაში რჩება.

მაისი 25 2021 წაკითხვა 519 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 456 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 354  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 821  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.45%.

მაისი 25 2021 წაკითხვა 348 ჯერ

25 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში (კახეთის რეგიონში 27 მაისის დღის მეორე ნახევრამდე) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მაისი 24 2021 წაკითხვა 783 ჯერ

დღეს, ქუთაისში, კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

გვერდი 351 სულ 693
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.