ვერძი
ნუ დაუთმობთ ზედმეტ დროს წვრილმან საქმეებს, თქვენი ძალა და ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ. იყავით მეტად დაკვირვებული.
კურო
მომაბეზრებელი და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გიბიძგებთ ცვლილებებისკენ, რომელიც შესაძლოა, შეეხოს ახლობელ ადამიანებს და კოლეგებთან ურთიერთობის საკითხებს.
ტყუპები
შესანიშნავი ფინანსური პერსპექტივები დიდი ენერგიით აგავსებთ და დაგავიწყებთ დაღლასა და უხასიათობას.
კირჩხიბი
თქვენთვის მნიშვნელოვანი შედეგები შესაძლოა, სწორედ ამ დღემ მოიტანოს, ამიტომ, მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ, იაქტიურეთ!
ლომი
კარგი დღეა თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოსაზიდად. სწორად და რაციონალურად გადაანაწილეთ დრო, ნუ დააგვიანებთ შეხვედრებზე, ახლა ეს მნიშვნელოვანია.
ქალწული
მეტად გამოხატეთ ემოციები, გულწრფელობა და გულუხვობა თქვენი მხრიდან შესაძლოა, მოულოდნელი წარმატებების მიზეზი გახდეს.
სასწორი
ნუ შეგაშინებთ უამრავი საქმე და ქაოსი, იყავით ობიექტური საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ, მთავარია, არ იტვირთოთ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი.
მორიელი
აქტიურდება თქვენი გამომგონებლური ნიჭი, გაქვთ ენერგიაც და განწყობაც. ამ დღეს მოსული იდეები პირდაპირ იმოქმედებს თქვენს შემოსავლებზე.
მშვილდოსანი
ნუ დაკარგავთ ენთუზიაზმსა და შემართებას, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ.
თხის რქა
წარმატების მისაღწევად, საჭიროა, დააკონკრეტოთ და განსაზღვროთ თქვენი პრინციპები და პირობები პარტნიორებთან.
მერწყული
სიახლებია მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში. იყავით მეტად აქტიური, ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, წინ ახალი ჰორიზონტებია ასათვისებელი.
თევზები
ბედი გიღიმით, ფორტუნა თქვენს მხარესაა, ირწმუნეთ საკუთარი ძალების და იმოქმედეთ!
ვერძი
თქვენი გეგმების რეალიზებისთვის, საჭიროა, იყოთ თავდაჯერებული და დეტალურად ჩაუღრმავდეთ ყველა წვრილმანს. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და წინასწარ გაწერეთ სტრატეგიული გეგმები.
კურო
დღეს, საოჯახო პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავებული, შეეცადეთ, იმოქმედოთ ერთობლივი ძალებით და თავი აარიდოთ ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებასა და კონფლიქტებს.
ტყუპები
დატვირთული და საინტერესო დღეა. მზად ხართ, გაბედულად იმოქმედოთ და ბოლო მოუღოთ საეჭვო შემოტევებს ახლობელი ადამიანების მხრიდან. ნურავის მისცემთ თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას.
კირჩხიბი
მოულოდნელობებისა და ცვლილებების დროა. შესაძლოა, სწორედ ახლა, ჩაიგდოთ ხელთ სიტუაციის მართვის სადავეები და იპოვოთ გონივრული გამოსავალი გაჭიანურებული, რთული სიტუაციიდან.
ლომი
იმოქმედეთ გულის კარნახით და გააფართოვეთ სამოქმედო არეალი . სასიყვარულო საკითხებში, წარმატებამ შესაძლოა თავგზა აგირიოთ, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.
ქალწული
მოიძიეთ ადამიანები, რომლებიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. ნუ შეზღუდავთ თქვენს შესაძლებლობებს. თქვენმა გეგმებმა შესაძლოა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი მოგიტანოთ.
სასწორი
მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ იმ საკითხებს, რომელზეც თქვენი მატერიალური მდგომარეობაა დამოკიდებული, ნუ დაკმაყოფილდებით მიღწეულით. თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად მეტი ძალისხმევაა საჭირო.
მორიელი
კარგად აწონ-დაწონეთ შემოთავაზებული წინადადებები, გააანალიზეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. დასვით წერტილი დრომოჭმულ საკითხებში. პირადი ცხოვრების კუთხით, მნიშვნელოვანი პერიოდი დგება თქვეს ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
შეეცადეთ, მოულოდნელობებს მშვიდად შეხვდეთ და მიჰყევით თქვენს გზას. მოაწესრიგეთ და სისტემაში მოიყვანეთ საქმეები, შესაძლებელია, ახალი იდეებითა და ახალი გზებით შეძლოთ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება.
თხის რქა
დღეს, თქვენი საქმიანობა და პროექტები მეტ ინტერესს გამოიწვევს. მეტი მონდომებით მოეკიდეთ თანამოაზრეებისა და პარტნიორების მოზიდვას. გააფართოვეთ სამომავლო პერსპექტივების სივრცე.
მერწყული
შესაძლოა, თქვენი მიზნები და ინტერესები უფრო პრაგმატული გახდეს და წინ ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს. მეტი ენთუზიაზმით მოიძიეთ სასარგებლო კავშირები და გავლენიანი ადამიანები.
თევზები
დღეს, თქვენი შესაძლებლობების კარგად წარმოჩენას შეძლებთ. სარგებლიანი იქნება საქმეში ფულის დაბანდება. მატერიალური საკითხებისთვის წარმატებული დღეა.
კურო
– მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს და გაწერეთ მომდევნო წლის ბიუჯეტი.
– მოამრავლეთ ოთახის მცენარეები – ისინი მეტ სიმყუდროვეს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპები
– დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრები და გააფართოეთ თქვენი სოციალური წრე.
– დაიწყეთ რაიმე სიახლის შესწავლა ან გაიჩინეთ ჰობი.
კირჩხიბი
– განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ოჯახთან დროის გატარებას და ეცადეთ, კოსმეტიკურად მაინც გაარემონტოთ და განაახლოთ სახლი.
– ჩაერთეთ ქველმოქმედებაში და მეტად იზრუნეთ ახლობლებზე.
ლომი
– იფიქრეთ ახალ შემოქმედებით პროექტებზე ან დაკავდით ხელოვნებით.
– მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და პირად ამბიციებს.
ქალწული
– დააორგანიზეთ საკუთარი ცხოვრება, შეადგინეთ საკითხების სია და გეგმა.
– მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხებს, მისი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვას.
სასწორი
– ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობას – პარტნიორთან ხარისხიანად გაატარეთ დრო.
– იფიქრეთ საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაზე.
მორიელი
– მეტი დრო გაატარეთ განსჯაში, დაამუშავეთ საკუთარი ემოციები და მიზნები.
– დაიწყეთ მედიტაციის და თვითგანვითარების პრაქტიკუმი.
მშვილდოსანი
-შეადგინეთ სამომავლო მოგზაურობისა და აქტივობის გეგმა.
-მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე ან დაკავდით სპორტით.
თხის რქა
-ფოკუსირება მოახდინეთ კარიერულ გეგმებზე და განსაზღვრეთ თქვენი მიზნები ამ მხრივ.
-იფიქრეთ გრძელვადიან გეგმებზე და შექმენით მათი განხორციელების სტრატეგია.
მერწყული
-მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და კოლეგებთან, რათა საფუძვლიანად განიხილოთ ახალი პროექტები და სამუშაო გეგმები.
-შეძლებისდაგვარად ჩაერთეთ სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში.
თევზები
-მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ჩაერთეთ სულიერი და მენტალური განვითარების პრაქტიკუმში ან შემოქმედებით აქტივობაში.
-შექმენით სიცხადე და წესრიგი საკუთარ ცხოვრებაში იმისათვის, რომ მზად იყოთ ახალი შესაძლებლობებისთვის.
ვერძი
ენერგიული დღეა. საქმეში პროგრესს მიაღწევთ. კომუნიკაციისას მეტი მოთმინება გჭირდებათ.
კურო
ფინანსურ საკითხებში ხელსაყრელი დროა. ემოციური ფონი სტაბილური იქნება.
ტყუპები
აქტიური დღეა შეხვედრებისთვის. მცირე გაუგებრობებმა ხელი არ შეგიშალოთ.
კირჩხიბი
ოჯახური საკითხები დღის ცენტრში აღმოჩნდება. მოერიდეთ ზედმეტ მგრძნობიარობას.
ლომი
წარმატებული დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. მოუსმინეთ ახალ იდეებს.
ქალწული
სამუშაო გარემოში პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ. დროის მართვა გადამწყვეტია.
სასწორი
შემოქმედებით უნარებს გაძლიერებული ენერგია ახლავს. ურთიერთობებში ჰარმონია იქნება.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ პირად სივრცეს. ფინანსურ საქმეებში სიფრთხილეა საჭირო.
მშვილდოსანი
კომუნიკაციაში წარმატება გელოდებათ. ახალი კონტაქტები მომგებიანი იქნება.
თხის რქა
პრაქტიკული გადაწყვეტილებები შედარებით მარტივად გამოგივათ. მოერიდეთ გადაღლას.
მერწყული
ინოვაციური იდეები დღის მთავარი თემა იქნება. ემოციურად თავს თავისუფლად იგრძნობთ.
თევზები
ინტუიცია გაძლიერებულია. კარგი დღეა დაგეგმვისთვის. ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა დაგჭირდებათ.
