13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ ამ დღეს რომანტიკისა და სიახლოვისთვის განწყობილი არ ხართ, თავს ნუ დაიდანაშაულებთ - შეგიძლიათ საღამო სხვაგვარად, სასიამოვნოდ გაატაროთ.

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები, თუმცა ფინანსური საკითხები ისევ გაურკვეველი რჩება. ეცადეთ საყვარელი ადამიანის კრიტიკა მშვიდად მიიღოთ, მით უმეტეს, რომ ის მართალია და საკუთარ თავზე მუშაობა გჭირდებათ.

თქვენი ფანტასტიკური იდეების განსახორციელებლად დამხმარე და თანამოაზრე დაგჭირდებათ და ისეთ ადგილზე იპოვით, სადაც არც ელოდით. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, სადავო საკითხის გადაჭრა დიალოგის გზით უნდა სცადოთ.

კურო

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა, გირჩევთ კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და ერთმანეთისგან რამდენიმე დღით დაისვენოთ. ამ დღეს თქვენი ყოველი ნაბიჯი და სიტყვა აკონტროლეთ, რათა უსიამოვნო ისტორიებში არ მოხვდეთ. ახლა სადავო საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დროა, განსაკუთრებით თუ დიდ ფულს ან უძრავ ქონებას ეხება.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები გაწუხებთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს უნდა მიმართოთ. ეცადეთ ცოტა ხნით ხალხმრავლობას გაერიდოთ და განმარტოვდეთ. ეს თქვენს ენერგიას გააძლიერებს და მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

თქვენი მიმზიდველობა გარშემომყოფთა თვალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ ხელსაყრელი გარემოებით ისარგებლოთ!

ზოგ ტყუპებს ოჯახის წევრებთან დიდი უთანხმოება ელის, რამაც შეიძლება ოჯახში დაძაბულობა შექმნას. რთული დღეა, მაგრამ სირთულეები თქვენს ენთუზიაზმს ვერ შეარყევს. დღეს თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რისკენაც დიდი ხანია დაჟინებით მიიწევთ. საკუთარ გამჭრიახობას უფრო ხშირად ენდეთ და ეცადეთ, მიზნამდე სხვისი დახმარების გარეშე მიხვიდეთ.

დამქანცველი კვირის ბოლოს იმუნიტეტის შესუსტება და ინფექციური დაავადებები გელით, ამიტომ გირჩევთ რამდენიმე დღე სახლში დარჩეთ. შეიძლება ძველმა სპორტულმა ტრავმამ თავი შეგახსენოთ. თუ ასე მოხდა, გარკვეული დრო მშვიდად უნდა იყოთ და არ გადაიტვირთოთ.

კირჩხიბი

ნუ ეჭვიანობთ - ეჭვიანობა განიხილება როგორც დაუცველობა, ბრაზი და შური. ეცადეთ, მისგან გათავისუფლდეთ, თორემ სიყვარულს ვერ შეინარჩუნებთ. დღეს შესაძლებლობა გექნებათ, მეგობრებს ან ნათესავებს შეხვდეთ, უახლესი ამბები გაცვალოთ და ახალი იდეები განიხილოთ. წ

შემოსავალთან დაკავშირებით ინიციატივის გამოჩენა სასურველ შედეგს მოგიტანთ. დიდია ალბათობა, რომ შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან საქმეებში წინსვლას, თუმცა, მოკლე ვადით. ნუ იჩქარებთ იმ ფულის დახარჯვას, რომელიც მალე ჩაგივარდებათ ხელში! არ დაგავიწყდეთ, რომ ფორტუნას ზედმეტად მფლანგველი ადამიანები არ უყვარს.

დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია საკვებით ინტოქსიკაცია, ამიტომ უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე და მაღაზიის მზა სალათებზე.

ლომი

მარტოხელა ლომებს მალე გექნებათ შესანიშნავი შანსი, რომ ცხოვრების შესაფერისი თანამგზავრი იპოვოთ.

თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ. ახლა შესანიშნავი დროა მეგობრების წრეში დასვენებისა და ერთობლივი მოგზაურობისთვის, რომელიც ახალ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ.

ვარსკვლავები შემოსავლის დამატებითი წყაროების ძიებაში წარმატებას გპირდებიან. გადაღლა და ზედმეტი ნერვიულობა შეიძლება მსუბუქი დაღლილობის და კარდიო-პრობლემების მიზეზი გახდეს.

ქალწული

შესაძლოა, ადრე შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა მოგინდეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ ხალხური სიბრძნე, რომელიც ამბობს, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ.

ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. პარტნიორის დატვირთული გრაფიკი და ყურადღების ნაკლებობა გაგაღიზიანებთ, რასაც შეიძლება დიდი კონფლიქტი მოჰყვეს. დროა, სადავო სიტუაციების შერბილებაზე და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნაზე იზრუნოთ.

ამ დღეს შეგიძლიათ ძველ კავშირებს დაეყრდნოთ, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გახსნიან.

სასწორი

ამ დღეს ახალი პროექტისა და საქმის დაწყება არ ღირს – ვარსკვლავების პროგნოზით, საქმის შედეგი თქვენს იმედებს არ გაამართლებს.

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაღრმავება გსურთ, ეცადეთ ერთად მეტი დრო გაატაროთ და ავეჯის გადაადგილებიდან რემონტამდე ყველაფერი ერთად აკეთოთ.

ამ დღეს ფული მხოლოდ იმ ადამიანებს ასესხეთ, ვისაც ბოლომდე ენდობით. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ. ვასკვლავები გაფრთხილებენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე უარყოფითად აისახება.

მორიელი

ფრთხილად იყავით – შეიძლება უბრალო ფლირტი ნამდვილ გრძნობად ჩათვალოთ! ეცადეთ დარწმუნდეთ, რომ შეცდომას არ უშვებთ. ამისთვის გარკვეული დროის მარტო გატარება და შინაგანი ხმის მოსმენაა საჭირო.

ეს დღე სავსეა მოვლენებით, რომელთა ერთი ნაწილი თქვენს საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მეორე – თქვენი გარემოცვის საქმიანობას. ეძებეთ შემოსავლის ახალი წყაროები, შესაძლოა, შორეულმა ნათესავებმა მოგებიანი წინადადება შემოგთავაზონ.

ფულის საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. თუ არ გადაიღლებით, თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

მშვილდოსანი

ნუ ინერვიულებთ საყვარელ ადამიანთან მორიგი კინკლაობის გამო – თქვენი ურთიერთობა რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ამის შემდეგ სრული იდილია დამყარდება. ეცადეთ, ოჯახის წევრებისთვის დრო გამონახოთ, მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ხართ.

საქმეები, რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით, ჯობია სამომავლოდ გადადოთ. ყურადღება არ მოადუნოთ - ახლა შეცდომის დაშვება თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. დროა საახალწლო მზადება დაიწყოთ და სახლიდან უსარგებლო ნივთები გაიტანოთ. ეს თქვენს დადებითი მოვლენებისთვის მეტ ადგილს გაათავისუფლებს.

არც დასვენება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაივიწყოთ, თორემ ახალი კვირისთვის ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ.

თხის რქა

ნუ ჩაერევით სხვის ურთიერთობებში, თორემ ეს შეიძლება პრობლემებით დასრულდეს. თუ თქვენს ცხოვრებაში ცოტა რომანტიკაა, ნუ ნერვიულობთ - რამდენიმე დღეში დანაკლისს აინაზღაურებთ.

შეგიძლიათ მსხვილი პროექტის განხორციელებას შეუდგეთ, რომელიც პროფესიული თვისებების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აიღოთ და ხარჯების საფუძვლიანი ანალიზი ჩაატაროთ, რომ ბიუჯეტის ზრდა და სტაბილურობა უზრუნველყოთ. თუ საღამოს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, იცოდეთ, რომ ეს გადაღლის ბრალია - დასვენება და ხანგრძლივი ძილი გჭირდებათ.

მერწყული

თუ მარტოხელა ხართ, ცხოვრების მეგზურის ძებნით ნუ დაიღლებით - ცხოვრება თავად დაალაგებს ყველაფერს და იქ მიგიყვანთ, სადაც საჭიროა.

დღეს შეიძლება ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ და თხოვნა ნუ მოგერიდებათ. ეს დღე სხვადასხვა სახის მოულოდნელობებს მოიტანს, რისგანაც თავის დაზღვევა შეუძლებელია. ეცადეთ, მომხდარს ფილოსოფიურად შეხედოთ.

სანამ კომერციულ წინადადებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით - იქნებ მონაცემები შელამაზებულია და ვიღაც თქვენს გაცურებას ცდილობს.

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

თევზები

ამ დღეს შეგიძლიათ ინიციატივა პარტნიორს გადასცეთ - ამით ურთიერთობა მხოლოდ მოიგებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ.

შესაძლოა, თქვენამდე უსიამოვნო ჭორებმა მოაღწიოს, რომლებსაც შურიანი ადამიანები თქვენზე ავრცელებენ. ამის გამო ნუ ინერვიულებთ .ახლობელი ადამიანები თქვენს მხარეს არიან და თქვენით ამაყობენ!

მეწარმეებს გაუჩნდებათ შანსი, რომ თავიანთი შესაძლებლობები ბიზნესში წარმატების მისაღწევად გამოიყენონ. მოერიდეთ სეზონურ გრიპს და ტრავმებს.

თუ შესაძლებელია, საღამოს სახლში დარჩით და ჟოლოს ჩაი მიირთვით.

 
წაკითხვა 76 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.