თებერვალი 03 2020 წაკითხვა 841 ჯერ

“როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორები ბოლო დროს განსაკუთრებულად კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან, რაც საქართველოს გარშემო ნამდვილად ქმნის დაძაბულობას. ჩემი აზრით, ამას ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - არსებობს საფრთხე, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ორ ვადაზე დიდხანს დარჩენამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ქვეყნის განვითარებას, ამიტომაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტნიორები სწორედ ამის გათვალისწინებით მოქმედებენ - მათი სურვილია საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ზუსტად ასეთივე შეფასებები გაკეთდა შევარდნაძის ადმინისტრაციის ბოლო თვეებში. თუმცა დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია. შევარდნაძის დროს ქვეყანაში იყო ალტერნატივა მიხეილ სააკაშვილის სახით და ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ფსონი სწორედ მასზე დადეს. სამწუხაროდ, დღეს ამგვარი ფიგურა არ ჩანს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენს უბედურებად პოლიტიკური უალტერნატივობა იქცა...” / “ვითარება რთულია, სიმართლე გითხრათ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების ალტერნატივას, ჩემთვისაც კი ვერ ვხედავ ძალას, რომელსაც მივცემდი ხმას არჩევნებზე”.

გვერდი 332 სულ 353
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.