"ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის და ვინ საით ექაჩება საბანს, ვერ გაიგებ“ - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებაზე
"გაერთიანება უნდათ, პროექტი ყველა ერთის წინაამღდეგ მოსწონთ, მაგრამ 24 საათის განმავლობაში კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იმ პარტიის ლიდერს, რომელმაც სილა გააწნა "ოცნების“ ხელისუფლებას. არ მგონია, რომ დღეს იმის დრო იყოს დასალური ვექტორის პარტიებმა ერთმანეთი ძიძგნონ“, - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამათლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილის და უფრო კონკრეტულად "ევროპული საქართველოს“ კრიტიკას გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის და ვინ საით ექაჩება საბანს, ვერ გაიგებ“ - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებაზე
"გრიგოლ ვაშაძეს არაფერი არ უთქვამს ისეთი, რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, დაეწყვნენ და ერმთანეთს ასწრებდნენ. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 20 ივნისის მოვლენებამდე 600 ათასი ხელმოწერა შევიდა პარლამენტში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ეს ხალხი, ვინც ხელი მოაწერა, ლამის სამსახურებიდან გამოყარეს. ვაშაძემ თქვა, რომ „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ გამოვგლიჯეთ ხელისუფლებას პროპორციული არჩევნებიო და არავინ არ აპირებს უგულვებელყოს ახალგაზრდების თავგანწირვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
„მე არავის ავდვოკატი არ ვარ, მაგრამ ძალიან მიკვირს - ასეთი კრიტიკულები არ ყოფილან იმ ხალხის მიმართ, პირდაპირ პუტინთან რომ დარბიან. ძალიან ვერიდები დასავლური ვექტორის პარტიების ლიდერების გაკრიტიკებას, გინდა ბოკერია იყოს და ვინც გინდა ის, ვფრთხილობ, მაგრამ საქმე იცით რაშია - ნახეს რეიტინგები, „ევროპულ საქართველოს“ თურმე „ლელოზე“ ნაკლები რეიტინგი აქვს, „ლელოს“ ამომრჩევლის 10% უჭერს მხარს, მაგათ - 8% და დაიწყეს პროტესტი, კრიტიკა და ჯერ არ შექმნილ კოალიციაში წონაზე ლაპარაკი. „სირცხვილია. ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის და ვინ საით ექაჩება საბანს, ვერ გაიგებ. რომ ჰკითხო გაერთიანება უნდათ, მოსწონთ პროექტი „ყველა ერთის წინამღდეგ“. მერე იტყვი რაიმეს და სწყინათ. არ მგონია, რომ დღეს იმის დრო იყოს, რომ დასალვურმა ვექტორმა ერთმანეთი ძიძგნოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე
- “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
- “ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს” - ტრამპი
- ძველი აეროდრომი ახალი მიზნებისთვის – აშშ წყნარ ოკეანეში პოზიციებს აძლიერებს