"აბა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ამერიკაში?.. ელჩი იქ რას აკეთებს?“ - ბაქრაძის განცხადებას აბსურდი და უმეცრება უწოდეს
"აშშ-ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომ ამერიკელ კონგრესმენთა კრიტიკული წერილები მათთვის საქართველოს შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგია, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "სრულ აბსურდს, გაუგებრობასა და უმეცრებას" უწოდებს, რადგანაც, მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება სწორედ ელჩის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. ამის შესახებ ძაბირაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა”,- წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "აბა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ამერიკაში?.. ელჩი იქ რას აკეთებს?“ - ბაქრაძის განცხადებას აბსურდი და უმეცრება უწოდეს
"კონგრესმენების კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირებს და ამის გამო, თებერვლიდან აშშ-ში ვიზიტებს იწყებს. მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც არსებობს, განხილული უნდა იქნას არა წერილებით, არამედ პირისპირ დიალოგის გზით. აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კონგრესმენთა წერილებში ფაქტობრივი უზუსტობებია, რაც მისი აზრით, მათთვის არაზუსტი ინფორმაციის მიწდებითაა გამოწვეული”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ელჩისგან ზემოაღნიშნული განცხადება უცნაურად ჟღერს, რადგან მისი თქმით,ზუსტად ელჩის მოვალეობაა ის, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც ის მოღვაწეობს, ინტენსიურად მიაწოდოს საკუთარ ქვეყანასა და ხელისუფლებაზე ინფორმაცია. "უცნაური განცხადებაა, მითუმეტეს, როდესაც ამას ლაპარაკობს ელჩი, რომელიც ამერიკაშია. ელჩის ერთ-ერთი მოვალეობა ხომ ისაა, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, სადაც ის ელჩად მუშაობს, სწორი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს, თანაც ეს ინფორმირება ინტენსიურად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მოხდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
"იქაურ (აშშ-ის) ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისადმი თუ რამე პრობლემა აქვს, ელჩს მიმართავენ - ეს ხომ ჭეშმარიტებაა. თუ საკუთარი ხელისუფლების ელჩმა ვერ გააგებინა მათ რა უნდათ, მაშინ ის წერილები იგზავნება, რაც საქართველოში გამოიგზავნა. "ის, რომ კონგრესმენები ნაკლებად ან არაზუსტად ინფორმირებულები არიან, სრული აბსურდი, გაუგებრობა და სრული უმეცრებაა. აბა, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ამერიკაში და კონგრესმენებისთვის გვეთქვა, რომ იქ რაღაც შეცდომებია? აბა, ელჩი იქ რას აკეთებს?" -განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე
- “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
- “ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს” - ტრამპი
- ძველი აეროდრომი ახალი მიზნებისთვის – აშშ წყნარ ოკეანეში პოზიციებს აძლიერებს