"ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს კონკრეტულ მოდელზე, მათ აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ"
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს,რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ვალდებულებას შეასრულებს.
ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
"ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად. ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვუთხრათ დიახ, ამ ვალდებულებას ხელისუფლება შეასრულებს, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. ევროპის საბჭო საქართველოს არ მიუთითებს კონკრეტულ მოდელზე. მათ აქვთ მოლოდინი,რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ", - აღნიშნა თალაკვაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
