დეკემბერი 02 2025 წაკითხვა 167 ჯერ

,,წარმოუდგენელი ტყუილი და დაუჯერებელი სიცრუეა, რომელსაც, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში BBC ავრცელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.

დეკემბერი 01 2025 წაკითხვა 374 ჯერ

მინდა, ჩემებს ბოდიში ვუთხრა - მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ. ირაკლი ბოდიში - თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელსაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დეკემბერი 01 2025 წაკითხვა 429 ჯერ

,,რაღაც სისულელეს მაბრალებთ. ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ იმ მანდატურის გამბედაობით, პატარა ჩია კაცი იყო, მაგრამ ვენაცვალე კაცობაში, თავის საქმე გააკეთა”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დეკემბერი 01 2025 წაკითხვა 225 ჯერ

,,კარგია, რომ, უკრაინაში დასასრულისკენ მიმავალი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა, თუ რას მოითხოვდნენ ჩვენგან ომის დაწყების პირველივე დღეებიდან”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ნოემბერი 29 2025 წაკითხვა 236 ჯერ

საქართველო ამ ომის მსხვერპლიც არის გარკვეულწილად, ჩვენ თავიდან ავაცილეთ ჩვენს ხალხს, რომ ყოფილიყო ცხელი ომის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ გავხდით ცივი ომის მსხვერპლი, ასე ვთქვათ, იმ დაპირისპირებისა, რომელიც ცხელი ომის ფონზე არსებობს ჩვენ მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ნოემბერი 28 2025 წაკითხვა 305 ჯერ

1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ. – ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც ეხება უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციები და სეზონურ სამუშაოზე ნებართვასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებები.

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სამუშაო ვიზის გამარტივებულად მიღების უფლება აქვთ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:

1) სომხეთის;
2) ბელარუსის;
3) მოლდოვას;
4) უკრაინის.

ახალი რეგულაციები აღარ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამუშაო დაევალათ უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, ხოლო ეს უკანასკნელი დეკლარაციების რეესტრში შეტანილია 2025 წლის 1 დეკემბრამდე, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ დეკლარაციაში მითითებული პირობებით, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით, რადგან პოლონეთის კანონმდებლობა შედარებით ამარტივებს არაევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია.

პირველ რიგში პოლონეთში ეძებდნენ დამსაქმებელს, რომელიც მზად იყო მიეცა სამუშაო. ამის შემდეგ დამსაქმებელს უნდა მიეღო სამუშაო ნებართვა (Zezwolenie na pracę) ან შრომითი განაცხადის დეკლარაცია (Oświadczenie o zamiarze powierzenia wykonywania pracy) შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლებისგან. შრომითი დეკლარაცია გამოიყენება მოკლევადიანი სამუშაოსთვის (6 თვე 12 თვის განმავლობაში). სამუშაო ნებართვა (ტიპი A) გამოიყენება გრძელვადიანი დასაქმებისთვის. მიღებული სამუშაო ნებართვის (ან დეკლარაციის) საფუძველზე, პირი შემდეგ მიმართავდა პოლონეთის საკონსულოს D ტიპის ვიზის მისაღებად.  ე.წ. “დეკლარაცია”  საშუალებას იძლევა იმუშაო პოლონეთში 6 თვემდე ვადით ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.  ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი (შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა) საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს მუშაობის უფლებას პოლონეთში. დასაქმებისთვის აუცილებელია ეროვნული D ტიპის ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.

გვერდი 9 სულ 731
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.