საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის, ბრენდის თემაზე, ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე მონაწილეობას მიიღებს პარტია „თავისუფლების მოედნის” ღონისძიებაში. სეფაშვილმა განაცხადა, რომ განათლების რეფორმის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბატონი იაგო ხედავს ხეებს და ვერ ხედავს ტყეს და ერთმანეთში ურევს საშინაო და საგარეო საკითხებს. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკური ფულის კონტროლზე, ვსაუბრობთ უცხოურ პოლიტიკურ ფულზე, ამას ნუ ვურევთ ერთმანეთში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
გაიხედეთ გარეთ, 2026 წელი დგას, მორჩა, ის სამყარო აღარ არსებობს. ეს არ არის მწვანე მდელო, სადაც მგელი და კრავი ერთად ძოვენ, – ამიტომ გაუსწრო წინ გეოპოლიტიკურად იმ მოვლენებს, რაც ხდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
