,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი

“ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, ეროვნული, პრაგმატული, ფრთხილი და მოქნილი, რომ არასდროს შენ არ აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში. ყველაფრით უნდა გადააზღვიო ის, რომ საომარ მოქმედებებში არ აღმოჩნდე და მთელი რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, რომ საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდები, მერე ვის დაურეკავენ საშველად,” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ არავინ დახმარებია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ირანთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშესთან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, როგორიც დიპლომატიურ ურთიერთობებს შეესაბამება.

 

“ჯერ ერთი, არავინ შენი მშველელი არ არის, 2008 წელს მშვენივრად ვიხილეთ, ვინ დაგვეხმარა და ვინ გვიშველა. რაღაც ნაბიჯებს რომ გვიწუნებდნენ იმავე ირანთან მიმართებით, დეტალებში არ შევალ – მანდაც ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც, პირველ რიგში, მეზობელს ეკადრება, ვინაიდან ირანი არის ჩვენი რეგიონის ძალიან ძლიერი მოთამაშე, ჩვენი მეზობელია, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს და რა თქმა უნდა, ისე უნდა იმოქმედო, როგორც დიპლომატიურ ურთიერთობებს შეესაბამება. თითოეულ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს შეხედეთ – აბსოლუტურად ყველაფერი გადავაზღვიეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები, – აღნიშნა მაჭავარიანმა

წაკითხვა 420 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 12 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.