“სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე
სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან – არ ვიცი, რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას შეეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, „ესენი არიან მოღალატე ჭორიკანები“.
„სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან. ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. ადამიანი, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, სოცქსელებით გაგულიანებული, თავი ჰგონია, რომ არის რაღაცნაირად უმრავლესობის ხმის გამჟღერებელი. საქმე საქმეზე რომ მიდგება, გამოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორიკანები, თან მოღალატე ჭორიკანები და თან მოღალატე ჭორიკანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბევრი ვნახეთ. არ ვიცი რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე. მნიშვნელოვანია და მივესალმები იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად იბარებს ყველას.
როდესაც ასეთი მდგომარეობაა, ახალი ომები იწყება, ახალი კონფლიქტები იწყება, ჩვენი მეხუთე კოლონა გამოდის და პირდაპირ სამიზნეებს აძლევს… ლამის კოორდინატების დონეზე აძლევს: ამას ესროლე, იმას დაარტყი, ამას დაესხი თავს, ეს ქენი, ის ქენი. ქვეყანაში გვყავს მეხუთე კოლონა.'' - განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი
- ,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი
- უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
- დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის გადანაწილება სასტუმროებში
