“იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს საბოტაჟით არიან დაკავებული, არ არის გასაკვირი ეს აჟიოტაჟი და მიანიშნებს ერთადერთ რამეს – ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას, რომელთა მიზანიც არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანება” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
"ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს”
„არც თინა ბოკუჩავას და არც „ნაცმოძრაობას“ აღარაფერი უშველის, მსოფლიო პოლიტიკაც იქით მიდის, რომ პრაქტიკული პოლიტიკის დრო მოდის,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
