,,ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ. დარწმუნებული ვარ, არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის ევროპის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
