“კარგად რომ გავიაზროთ, “ნაციონალური მოძრაობის” ხუთი ნომრის, გია ჯაფარიძის ამ ენჯეოზე (“მომავლის აკადემია”) ამბობდა დიდი ბრიტანეთის საელჩო, არჩევნების ობიექტური დამკვირვებლები არიან, ფული გვინდა – მივცეთ და რა შუაში აქ ექსტრემიზმის დაფინანსებაო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პარტია საქართველოსთვის მტკიცებით, "გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა - პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!".
“იმას, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, ახლა თვითონ აღიარებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“გადაეხადათ ის ჯარიმა და არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება. ყველა ირჩევს თავის მომავალს, თავის გადაწყვეტილებას. ახლა [სურთ], დააბრალონ ვინმეს იმისთვის, რომ სურათი დახატონ, თითქოს აქ პოლიტპატიმრებს იჭერენ,” – ამის შესახებ ოპოზიციის წევრებზე საუბრისას მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
4 წელია გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.
