"ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
წერილი, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გამოქვეყნდა, როგორც ჩანს, კარის ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის და იმ შეთქმულების თეორიების ხელწერაა, რომელიც რუსული იდეოლოგიიდან და დუგინიდან მომდინარეობს, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ განცხადებით ჩანს, რომ პარტია ერთობლივად დგება სანქციების წინაშე და გარკვეულწილად დასავლეთს იგერიებს.
„მე მახსენდება „რუსული კანონის“ მიღების პერიოდი, როცა ივანიშვილმა „ოცნების“ ყველა დეპუტატს მისცა დავალება, რომ უკლებლივ ყველას ხმა ყოფილიყო ამ კანონზე, რადგან ეს ივანიშვილის წინაშე ეს კოლექტიური პასუხისმგებლობა იყო. პოლიტსაბჭოს განცხადებაც იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ იმ დასავლეთს, სადაც თითქოს ორ ფეხზე ღირსებით სვლას და ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ ხალხს. შესაბამისად, ეს შეთქმულების თეორიები და პოლიტსაბჭოს განცხადების შათირისეული სტილი, რომელიც ერთი ერთში დუგინს იმეორებს, აჩვენებს იმ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რომელიც სანქციების წინაშე უდგას ივანიშვილს და მის რეჟიმს“, - განაცხადა აქუბარდიამ
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
