,,ჩვენ რეგიონებში დავდივართ და კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში”,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
“კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს სიძულვილი და ძალადობა ითესება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
“იკვეთება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც მცდარად დაერქვა რევოლუცია. ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ კომისიის დასკვნაში ვიტყვით, რომ ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხაბეიშვილის ერთ-ერთი მსგავსი განმარტების მიხედვით, მიშა ახლა უკვე გარეთ უნდა იყოს, ამიტომ, მაგაში არ შევალ. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, არავინ გამოჩენილა”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.
