“სალომე ზურაბიშვილმა ოთხი პარტია ვერ დასვა ერთ მაგიდასთან და რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს” – ანა წითლიძე
“საერთოდ არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რაღაც პლატფორმის ლიდერი იქნება თუ არ იქნება, სალომე ზურაბიშვილმა ოთხი პარტია ვერ დასვა ერთ მაგიდასთან და რა პლატფორმის ლიდერი უნდა იყოს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძე გიორგი ვაშაძის წერილს გამოეხმაურა, სადაც ის ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანები ოპოზიციაში – ეს გამოჩნდა გახარიასა და „ლელოს“ პოზიციებში – მზად არიან იმისთვის, რომ სისტემური ოპოზიცია იყვნენ. მზად არიან იმისთვის, რომ შეეგუონ ამ რეჟიმს და რეჟიმთან იყოს 2-3 საკრებულოს წევრზე ვაჭრობა. ჩვენ ასე არ ვუყურებთ, ვთვლით, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება და მისი დამარცხება არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
