ამცირებს თუ არა აშშ სამხედრო კონტიგენტს ავღანეთში?
აშშ-ს შეირაღებული ძალების წარმომადგენელი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათ არ მიუღიათ ბრძანება ავღანეთში კონტინგენტის შემცირების თაობაზე და ისინი, უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად, ავღანელი პარტნიორების ერთგული რჩებიან. თუმცა, ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატები ქვეყნიდან ათასობით სამხედროს გაყვანას გეგმავს.
„ჩვენ ვრჩებით „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და ჩვენი ავღანელი პარტნიორების ერთგულნი. ვინარჩუნებთ ფოკუსს ჩვენს მთავარ მიზანზე - ვუზრუნველყოთ, რომ ავღანეთი აღარასდროს იქნება გამოყენებული, როგორც ტერორისტების თავშესაფარი, რომლებიც შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენს ინტერესებს ემუქრებიან“, - განაცხადა ამერიკის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა.
შაბათს, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში კონტიგენტის 4000 სამხედოთი შემცირების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაცია განცხადებას მიმდინარე კვირაში გააკეთებს.
„შეიარღებული ძალების გაყვანის საქმეს, არ აქვს კავშირი თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან. ეს პრინციპულად უკვე შეთანხმებულია შეერთებული შტატების და ავღანეთის მთავრობებს შორის“, - აცხადებს ავღანეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის მოადგილე დავა ხან მინაპალი.
წყაროები „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება და „ეტაპობრივი“ იქნება. ტრამპმა, ამერიკულ მაუწყებელს „ფოქს ნიუსის რადიოს“ განუცხადა, რომ ის ავღანეთში ამერიკის ჯარების რაოდენობას 8600-მდე შეამცირებს.
უცხო ქვეყნის ძალების გაყვანა, თალიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. ტრამპმა დიალოგი სექტემბერში შეწყვიტა. ამის მიზეზი, თალიბანის მიერ ქაბულზე მიტანილ თავდასხმაში, ამერიკელი სამხედროს მკვლელობა გახდა.
აშშ და ავღანეთი მოლაპარაკებების მაგიდას, ერთი კვირის წინ დაუბრუნდნენ, თუმცა დიალოგი ხუთშაბათს შეწყდა, მას შემდეგ რაც თალიბანმა ბაგრამში, ქაბულის ჩრდილოეთით, ამერიკულ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა მიიტანა. თავდასხმის შედეგად, ორი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა, მათ შორის ხუთი ქართველი ჯარისკაცი.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია