არჩილ თალაკვაძე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე - ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს
ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენა და სახელმწიფოს კომუნიკაცია ყველა შესაძლო მხარესთან აქვს, ვისაც მის გათავისუფლებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია.
“ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში. მიუღებელია და ეს არის გაუგონარი ბოროტება, რომ ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა, დაპატიმრებულია უკანონოდ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე, როგორ დესტრუქციულია და როგორ უპასუხისმგებლოდ ექცევა უბრალო ადამიანების უფლებებს და იმ ძირითად ღირებულებებს, რომელსაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს.
რა თქმა უნდა, საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით და მისი გათავისუფლების მოთხოვნაში ერთად. ხელისუფლებამ ეს საკითხი დააყენა ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა შესაძლო მხარესთან, ვისაც შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა გათავისუფლებაში. როგორც ხედავთ, რუსეთი იყენებს უბრალო ადამიანებს მანიპულაციისთვის და ვხედავთ, რომ ამან მიიღო ხასიათი”,- განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი