„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს
„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს.
კერძოდ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.
„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ ამ სისტემაში პროპორციული წილი. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს,ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში და 50 მაჟორიტარული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
