"თუ შოთაძის ინიციატივა იყო, რომ ივანიშვილთან მისულიყო და შეხვედრას შეესწრო, ეგ არაფერია; თუ ივანიშვილმა ინიციატივა გამოიჩინა, დასწრება მოსთხოვა და დაასწრო ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ამას გარკვეული დატვირთვა აქვს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ისიც დაესწრო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გააჩნია თავისით მივიდა, თუ ივანიშვილმა სთხოვა მისვლა, - საყვარელიძე შოთაძის აღიარებაზე
ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „თავი შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების მცდელობისგან და შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების დევნა“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ძალის, 3-4 თებერვლის პოლიტიკური ასამბლეის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში.
საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა.
სხდომაზე განხილული იყო ყველა მიმდინარე თემა, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახემ ჟურნალისტებს უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.
პარლამენტთნ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაწვეს საბჭოთა კავშირის დროშა - ამ ფორმით ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ "რუსეთის იმპერიაში საქართველოს დაბრუნების მცდელობა" გააპროტესტა.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ივანიშვილის გუნდის პოტენციური გეგმებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მზადაა ქართული ოცნება ნებისმიერი სტილის არჩევნებში დაამარცხოს.
