მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ორი გზა აქვს დარჩენილი. გადადოს არჩევნები და მიიღოს ნული ხმა, ან ჩაატაროს და მშვიდობიანად გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით.
ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენ გუნდს კომპრომატებით ვერავინ დაელაპარაკება! ჩვენ ვიბრძვით სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ!“ – ასე ახსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ საკუთარი პარტიის უპირატესობა.
საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
