ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ იფიქროს ძალადობრივ სცენარებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. გახარიას თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები.
პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“აპირებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას? - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რადიკალური ნაბიჯებისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისუაბრა და მაგალითად კომპანია "აიპიემის" დაკვეთით ჩატარებული კვლევა მოიყვანა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხელისუფლება "კრიმინალურ ოპოზიციას" რევოლუციური სცენარისთვის მზადებაში ადანაშაულებს / “რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს” - ირაკლი კობახიძე.
რა არის საპარლამენტო არჩევნების შედეგებში ის ე.წ. წითელი ხაზი, რა დროსაც ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს? ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსებს "რეზონანსთან" განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქუჩაში ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, თუმცა, მისი აზრით აქ საკითხი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შემთხვევაში იქნება არჩევნების შემდგომი პროტესტი - სად გადის “წითელი ხაზები” / „ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, მთავარია ხალხი გამოჰყვება თუ არა”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
