დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ, დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს მეტი, საქმეზე ორიენტირებული პარტია, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მე საარჩევნო სუბიექტი ვარ, მაგრამ დღეს შსს-ს რუსთავის მესამე განყოფილებაში გამოკითხვაზე დამიბარეს, ამჯერად უარი არ მითქვამს, რადგან დამპირდნენ, რომ პროცედურას ერთ საათში დაასრულებდნენ და შეხვედრებზე დასწრების საშუალებას მომცემდნენ, მაგრამ გამოკითხვა, დაახლოებით, 10 საათს გაგრძელდა.“ – ასე უპასუხა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ „ნეოპრესის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში მისი დაყოვნების ფაქტს ეხებოდა. მისივე განმარტებით, უწყება საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიდა.
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებას ავრცელებს.
"ლელოს" შტაბის წევრი ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული, - ამის შესახებ "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
