"უკვე ვიცით, როგორ უნდა მისცენ ხმა ინფიცირებულებმა" - გახარია
ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში.
„ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინე სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში. ეს სისტემა დალაგებულია და უკვე შეთანხმებულია ცესკოსთან. ამ სისტემაზე იმუშავა ერთად შტაბმაც და ცესკომაც და ჩვენს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში. უსაფრთხოებას როდესაც ვამბობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ვირუსს“, - აღნიშნა პრემიერმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
