June 11, 2026

ოქტომბერი 17 2020 წაკითხვა 856 ჯერ

როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელია წარდგენაზე განაცხადა.

ოქტომბერი 17 2020 წაკითხვა 953 ჯერ

საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები არიან ერთ მხარეს და ჩვენი ოპონენტები არიან ვირუსის მხარეს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას.

ოქტომბერი 17 2020 წაკითხვა 792 ჯერ

„ნაცმოძრაობამ“ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფეისბუქში წერს.

ოქტომბერი 16 2020 წაკითხვა 1304 ჯერ

არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ოქტომბერი 16 2020 წაკითხვა 983 ჯერ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების მიხედვით, უბანზე მყოფი ამომრჩეველი პირბადეს სულ 2-ჯერ მოიხსნის.

ოქტომბერი 16 2020 წაკითხვა 1064 ჯერ

მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.

გვერდი 618 სულ 746
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.