“იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით” - ირაკლი კობახიძე
ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ 8% შეადგინა, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე.
„ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენ მუშაობაზე.
რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა. ეროვნულმა ბანკმა მარტსა და ივლისში სავალუტო რეზერვები 1.3 მილიონი დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 1.5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლევანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
