"რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
“სამწუხაროდ, თუ რამე ცუდი შეიძლება, მოიფიქროს ქართველმა პოლიტიკოსმა, ამ ცუდს, როგორც წესი, ფიქრობს ხოლმე და შემდეგ ახორციელებს. ცუდი კი არის ის, რომ ერთმანეთის ჯინაზე ერთი ფრონტის ხალხი ერთმანეთს ებრძვის”, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო- ძლიერი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემაში “პირდაპირი ეთერი” განაცხადა.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აქციის დღედ 4 ოქტომბერი შეგნებულად ჩაუსვეს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, რამდენადაც “ნაცმოძრაობას”, ერთადერთი რაც დარჩენია, საქმის გაფუჭებაა, ვინაიდან მათ იციან, რომ “ქართულ ოცნებას” ვერ დაამარცხებენ.
“რატომ მაინცდამაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას ვინც არჩევნებში მონაწილეობს. იმიტომ რომ კოლექტიურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” კარგად იცის რომ “ქართულ ოცნებას” უკვე ვეღარ დაამარცხებენ, არჩევნებში არ მონაწილეობენ. ყველა ვადამ ჩაიარა რაც არ უნდა ნანობდნენ – არ ნანობდნენ. ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლიათ გააკეთონ ეს არის გააფუჭონ საქმე. არის ასეთი გამოთქმა ზოგადი “ არ ავნო. თუ რამის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გააფუჭებ”, ანუ ისე ნუ მოიქცევი, რომ მერე ვინც მოვა შენი გაფუჭებული გამოასწროს და მერე რაღაცა გააკეთოს”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
