“პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე, კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს” - ირაკლი კობახიძე
კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც.
„როდესაც ვსაუბრობთ ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ზოგადად, მთავრობის საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე, ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ საკითხს, ეს არის პირდაპირი ფორმით პრივატიზების საკითხი. ჩვენ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც. კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. შესაბამისად, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- ლენინგრადის ოლქში ერთ ღამეში ხანძარი გაჩანდა ნავთობის ქარხანაში და ორი მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან
- “ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება არც გვიცდია” - პროკურატურა
- 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა