გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდის? – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც დღეს პირველი მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გაბუნიას თქმით, ის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებულ განაჩენს არც მოელოდა. ეს კომენტარი გაბუნიამ 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანიშნული სხდომა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
