სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს არც ივანიშვილების ოჯახის ქონება და არც სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.
ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
უკრაინამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ურთიერთობები დაიძაბოს საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც ამბობს რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აპირებს, რომ პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან გააძლიეროს, რომლებიც რუსეთის შეჭრის საფრთხის წინაშე არიან, მათ შორის საქართველოსთან.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმა და ახლო ნათესავები სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს, ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი აზრით, ცდილობენ, საქართველო შანტაჟით დაითანხმონ „მეორე ფრონტის" გახსნაზე.
