"გვაქვს ინფორმაცია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის მიერ იგეგმება პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით"
ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან იგეგმება უმძიმესი პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილის თქმით, მათ მიზნად აქვთ, პროვოკაციის შედეგად საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
„მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანები, მავნებლები – იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იტყვიან უარს ამ მავნებლურ ქმედებაზე, ვიტყვით მათ სახელებსა და გვარებს. მათ მიზნად აქვთ, რომ ამ პროვოკაციის შედეგად საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, არიონ სიტუაცია და ის გეგმა, რომელიც აქამდე არსებობდა, ასე განახორციელონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, დასახელდება მათი გვარები და იქნება უმკაცრესი რეაგირება. ესენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ერთ-ერთი არის ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩემს განცხადებას აქვს პრევენციული ხასიათი. ყოველ შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან, რაზე ვსაუბრობ. მათი მხრიდან თუ არ აღიკვეთება მსგავსი ქმედება, აუცილებლად მოხდება რეაგირება და იქნებიან დაშლილი. იგულისხმება, როგორც ყოველთვის, პროვოკაციების მოწყობა ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, რათა გამოიწვიონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
