"აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც ჩემს შესახებ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს"
„ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები – აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული. თურმე იციან, რას, როდის და რატომ გავაკეთებ.
მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე გავამწესე ასეთ ადგილებზე? საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ, ეს არ არის შეწყალება?სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სადა ხართ? ესენი არიან თავთავიანთ ადგილებზე, სადაც არიან“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.
სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მათთან შეხვედრის სურვილი აქვს. რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს, ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრეზიდენტმა მათ მიმართა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
