მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებას.
თბილისის მერი, კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ყურადღების მიპყრობის მცდელობად აფასებს.
“4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით. სახელმწიფოს პოზიციაა, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, შესაბამისი რეაგირება იქნება”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული იმ განცხადებას ეხებოდა, სადაც მან თქვა: „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“.
,,პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 74 ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან არჩევნების დროს არეულობის მომზადებაში. ხელისუფლების ცნობით, დაკავებულებმა სერბეთში გაიარეს წვრთნა რუსული დაფინანსებით.
