საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოსვლასთან დაკავშირებით უარის შესახებ მედიასთან საუბრობს.
„ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის განცხადება, როცა თეთრზე ამტკიცებენ რომ შავია, დაფუძნებულია ტყუილზე და ის აზიანებს თავად ევროკავშირს“, – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის გამოეხმაურა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მიერ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებშიც მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.
“საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე, ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი. ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. „მშვიდობიან დამხობებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი ელენე ხოშტარიას მამის ანგარიშზე რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებზე საუბრისას აცხადებს.
