“ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
„არ მგონია, ევროკავშირის ელჩს განცდა ჰქონდეს იმის, რომ მის საქციელს ვინმე მოიწონებს,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩის მიერ ციხეში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
„მის ადგილას გადავხედავდი იმ ელჩების შედეგებს, ვინც ასე ებრძოდა საქართველოს. არ მგონია, ევროკავშირის ელჩს განცდა ჰქონდეს იმის, რომ მის საქციელს ვინმე მოიწონებს. არათუ საქართველოში, არამედ უცხოეთში. მისი ეს განცხადებაც კი მოწმობს იმაზე, რომ ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ აუცილებლად. „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე გაუქმდება თუ ევროკავშირის ელჩს მოუწევს იგივე პასუხისმგებლობა, რაც დანარჩენ ელჩებს, ამას ჩვენ ვნახავთ“.
ევროკავშირის ელჩი დაკავებულებს საპატიმროებში წერილებს უგზავნის. ელჩი მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძისთვის მიწერილ წერილში ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს დაკავებულები.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
