საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
გარე მტრების დასაყრდენი აგენტები ქვეყნის შიგნით ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება.
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ამავდროულად საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება.
ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ და საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა ჩვენი ენის, კულტურის, ღირებულებებისა და იდენტობის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა Responsible Statecraft-თან ინტერვიუში განაცხადა.
,,4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.
