“მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას” - ეკა სეფაშვილი
“მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას და რომელიც წესით ასევე მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისათვის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„კარგია, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიერ დაისვა ეს კითხვები ხელისუფლებისადმი და ასევე გერმანელი პარლამენტარი სვამს იგივე კითხვებს. ბოლო უნდა მოეღოს ორმაგ სტანდარტებს საქართველოს მიმართ, ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და განუხრელად უნდა შესრულდეს როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ასევე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა“.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
