დეკემბერი 10 2025 წაკითხვა 424 ჯერ

უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი; ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც იმასთან, რომ ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკემბერი 10 2025 წაკითხვა 346 ჯერ

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკემბერი 09 2025 წაკითხვა 266 ჯერ

არ ვაპირებთ, ანგარიში ვაბაროთ რომელიღაც ქვეყნებს ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი მართლმსაჯულებით, ამისთვის ვიბრძოლეთ და სისხლი დავღვარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

დეკემბერი 09 2025 წაკითხვა 241 ჯერ

ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს და მისი ქმედება იმ ადამიანის საქციელს შეადარა, რომელიც მკვლელობას აღიარებს, მაგრამ არა გვამს.

დეკემბერი 08 2025 წაკითხვა 400 ჯერ

აღმოჩნდა, რომ ირლანდიის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მოწინავე პოზიციებია. ეს ნიშნავს, რომ ყველა ინსტიტუცია - მთავრობა, პარლამენტი, ცალკეული სამინისტროები, სასამართლო - მუშაობს შესაბამისად, ხარისხიანად და სამართლიანად. ეს არის ამ კვლევის რეალური დასკვნა, - ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

დეკემბერი 05 2025 წაკითხვა 428 ჯერ

იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა კვალიფიციური ექიმების შეფასებებითაც. თავის მხრივ, აღმოჩნდა, რომ „ბიბისი“ ვისაც ეყრდნობოდა, მათ ისეთი რამ არც უთქვამთ. ამიტომ ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი მცდარი, არასწორი, უსაფუძვლო დასკვნებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

გვერდი 24 სულ 741
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.