,,ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა"- შალვა პაპუაშვილი
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს და მისი ქმედება იმ ადამიანის საქციელს შეადარა, რომელიც მკვლელობას აღიარებს, მაგრამ არა გვამს.
მისი თქმით, ელისაშვილის ბრალს სამართლებრივად, უკვე სასამართლო შეაფასებს.
„ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. თუ არ უნდა, რომ ამას ასე დაარქვას, ეს მისი პრობლემაა. თავად აღიარა დანაშაული. შესაბამისად, სამართლებრივი კვალიფიკაცია გასაგებია, რაც არის. ეს იგივეა, ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არ აღიარებდეს. ასე არ არის ცხოვრება აწყობილი. მან, რაც ჩაიდინა აღიარა. ყველამ ვნახეთ კადრებიც პირდაპირ ეთერში და ამას ტერორიზმი ჰქვია. როცა ვხედავთ მკვლელობას, ამას ჰქვია მკვლელობა, როცა აღიარებს ამ ფაქტს და არსებობს ვიდეო მტკიცებულებაც, სასამართლოს გარეშეც შეგვიძლია ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალის სამართლებრივ შეფასებას, ამას, რა თქმა უნდა, სასამართლო გააკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
