ნოემბერი 17 2025 წაკითხვა 350 ჯერ

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ბატონი პაპუაშვილი ესოდენ სიამაყით აცხადებს, რომლითაც ჩვენ ემიგრანტებს ვართმევთ საარჩევნო უფლებას, კიდევ უფრო გაუგონარი და გამაოგნებელია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს.

ნოემბერი 17 2025 წაკითხვა 307 ჯერ

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნოემბერი 15 2025 წაკითხვა 242 ჯერ

15, 20, 50 კაცს შეუძლია, მთელი უმრავლესობის ინტერესები შელახოს, გადაკეტოს რუსთაველი და ამით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანოს მთელი საზოგადოება, ამას დავუპირისპირეთ კანონის ძალა. თურმე ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირ-ის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

ნოემბერი 15 2025 წაკითხვა 272 ჯერ

“პროკურატურამ რიგით მეცხრე ოპოზიციონერ ლიდერზე დაიწყო სისხლის სამართლებრვი დევნა - უწყებამ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე ბრალი წაუყენა სამი მუხლით და მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნოემბერი 14 2025 წაკითხვა 295 ჯერ

თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნოემბერი 13 2025 წაკითხვა 467 ჯერ

ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გვერდი 23 სულ 734
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.