,,წყარო, რომელიც მტკიცებით ფორმაში, გონორით საუბრობდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარეს, წავიდა უარზე"- გურამ მაჭარაშვილი
პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.
მისი თქმით, გამოძიების დაწყებასაც კი ეფექტი ჰქონდა და გამოჩნდა რეალური სახე ე.წ. BBC-ის წყაროების.
„წყარო, რომელიც მტკიცებით ფორმაში, გონორით საუბრობდა და კითხვის ნიშანს არსად სვამდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარეს, წავიდა უარზე – მე არაფერი ვიცი, კვლევა არ ჩამიტარებიაო და ა.შ.
გამოძიების დაწყებასაც კი ეფექტი ჰქონდა და დავინახეთ რეალური სახე ამ ე.წ. წყაროების. რას დააბრალებენ ერთმანეთს, ეს ჩვენი საქმე არ არის – იდავონ ერთმანეთში. BBC აუცილებლად იქნება მოპასუხე „ქართული ოცნების” და მოუწევს ყველაფრის დამტკიცება. მისი წყაროს ასეთი უარყოფებით კი არ მგონია, კარგ ხასიათზე ყოფნის საშუალება ჰქონდეს.
ვიმეორებ, BBC-იმ რის საფუძველზეც გაავრცელა ინფორმაცია, წყარო ყოველივეს უარყოფს და ბუნებრივია პროცესზეც იგივეს იტყვის. ეს დღე მალე დადგება – „ქართული ოცნების” წინაშე გამოვა BBC და როცა ვერაფერს იტყვის, მოუწევს წყაროს მოშველიება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
