ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები. სასოწარკვეთილი იმით, რომ ვერ მიაღწიეს მიზანს, ეს ქვეყანა დირექტიული მმართველობისთვის გადაეცათ და ჩაებარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
,,მას მოუწია თავის მართლება და თქმა, რომ, თითქოს, არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ უნივერსიტეტში, Sciences Po-ში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს დაამატონ - „მე ვარ იდიოტი",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
