February 4, 2026

ოქტომბერი 08 2025 წაკითხვა 211 ჯერ

„ლელომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში 58 დეპუტატი გაიყვანა, საშუალოდ 1 დეპუტატიც არ გამოუვიდა ერთ საკრებულოში და გახარიამ 26 დეპუტატი შეიყვანა 64 საკრებულოში ერთად, თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

ოქტომბერი 08 2025 წაკითხვა 556 ჯერ

,,რეალურად, არის ძალიან მარტივად დადგმული სცენარი. ჩვენ ვიცით, როგორი ალიანსია ამ ტელევიზიასა და ამ პოლიტიკურ ძალას შორის, კონკრეტულად “ტვ პირველი” არის პირდაპირ “ნაცმოძრაობის” პარტიული ტელევიზია და ვინ დაიჯერებს იმას, რომ აქ არის რაიმე დაპირისპირება სახეზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, “ტვ პირველის” და კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესაძლო დაპირისპირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ოქტომბერი 08 2025 წაკითხვა 499 ჯერ

დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ოქტომბერი 08 2025 წაკითხვა 247 ჯერ

ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა - არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს, - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ოქტომბერი 08 2025 წაკითხვა 713 ჯერ

აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, არ დავიღლები თქვენს სამსახურში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ოქტომბერი 08 2025 წაკითხვა 387 ჯერ

ჩვენ ამ ძალებს [“ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”] უკვე სერიოზულად აღარ აღვიქვამთ, სულ რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება სარჩელი შეტანილი - შესაბამისად, “ნაცმოძრაობა” და თავისი ფილიალები აუცილებლად გაუქმდებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები - ამას დიდი მსჯელობა არ დასჭირდება - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გვერდი 28 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.