,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
მათ ახლა გაახსენდათ სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა, ევროპული ბიუროკრატია ყოველდღიურ რეჟიმში არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ, სუვერენიტეტის პრინციპს, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თურქმენეთში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პრემიერის თქმით,ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ჩანს ორმაგი სტანდარტები.
„დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში, რაც არ მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას. მათ ახლა გაახსენდათ სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა, ევროპული ბიუროკრატია ყოველდღიურ რეჟიმში არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ, სუვერენიტეტის პრინციპს. აქ ჩანს ორმაგი სტანდარტები. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად აფასებს იმ პროცესებს, რაც ვითარდება ევროკავშირში და ჩვენი შეფასებაც იყო ასეთი მთელი ამ წლების განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
