მინდა, ყველას მივმართო, ვინც ჩემთან შეჯიბრს გააგრძელებს - ძალიან პატარა ხალხი ხართ! - მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს განაცხადა.
“83 ხმით, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სამართლებრივი შეფასებების დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, თუმცა, როგორც “ქართული ოცნება” აცხადებს, კომისიას უფლებამოსილებას კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივებენ, იმუშავებს ექვსი თვე.
ხედავთ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია, სხვადასხვა ჯურის „ნაცები“ ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით. სინამდვილეში, თვითონ მიიღეს ის, რითაც ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ეს, ასე გაგრძელდება,- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არ ეგონათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით, გავუშვებდით პარლამენტიდან და ახლა ხოცავენ ერთმანეთს. ზოგს მილიონები აქვს გადახდილი პარლამენტის მანდატები რომ ხელში სჭეროდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
ძალიან საეჭვოდ ჟღერს, რომ გახარიამ არ მოითხოვა თავისი დეპუტაციისთვის მანდატების გაუქმება - დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გახარიას პარტიამაც მანდატი დატოვოს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
